არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გორში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

იმისათვის, რომ ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის პრობლემა არ შეექმნათ და წარმოებული პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩეს, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

“არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

ასევე, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ იმ საწარმოებს, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან საკოორდინაციო შტაბში, შეუძლიათ ისარგებლონ პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ საბრუნავი საშუალებების ქვეკომპონენტით.

ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს” განაცხადეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები