ფოთში, მდინარე რიონში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

მდინარე რიონში გაუჩინარებული 17 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა უკვე დასრულებულია. მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, ბიჭი საბანაოდ შევიდა და დინებამ გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, იგი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები