რუსთავში მძღოლებს “პისიარ” ტესტირება უტარდებათ

რუსთავში, ქალაქის შიდა და ქალაქგარეთ სამარშუტო მიკროავტობუსებზე დასაქმებულ მძღოლებს “პისიარ” ტესტი უტარდებათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

“რუსთავში დაახლოებით 500მძღოლია დასაებული, რადგან საზოგადოებასთან შეხება სისტემატურად აქვთ, აუცილებელია გაგვეკონტროლებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაგვეზღვია თავი. უკვე 75 მძღოლს ჩუტარდა “პისიარ” ტესტი და მათი შემოწმება ეტაპობრივად გრძელდება”,- განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები