ცაგერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა ლაშიჭალაში ხევის ადიდება გამოიწვია, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განუცხადა.
გიორგი მაქარაშვილის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ცაგერის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალაში ხევის ადიდება გამოიწვია და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა – ამის შესახებ შეტყობინება წუხელ ღამის 1 საათზე მივიღეთ. Შესაბამისად, მოხდა რეაგირება, ტექნიკის მობილიზება, და ღამის საათებშივე დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. Მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა
სტიქიის ადგილზე იმყოფება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია “ქართული ოცნებიდან” გოჩა ენუქიძე, რომელიც უშალოდაა ჩართული სალიკვიდაციო აღდგენით სამუგაოებში,
“მობილიზებულია ტექნიკა და სამაშველო სამსახურები, ინფრასტრუქტურა რამდენიმე საათში აღდგება”,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ.