ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე დაიხარჯა და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები