სენაკში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 59 წლის ქალბატონი გარდაიცვალა

როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი აცხადებს, ქალბატონს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის პრპბლემები ჰქონდა და მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, “სენაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში” პაციენტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ოჯახმა უარი განაცხადა, ცხედრის ექსპერტიზაზე და მომხდარის გამო ვინმეს მიმართ პრეტენზია პოლიციისთვის არ დაუფიქსირებია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები