აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირებები კიდევ ორ ლოკაციაზე ჩატარდება

აჭარაში კორონავირუსის უფასო PCR ტესტირების ლოკაციების რიცხვი გაიზარდა. არსებულ ათ ადგილს, ორი – ე.წ. ,,ხოფის ბაზრობისა“ და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია დაემატა. აქ მოქალაქეებს კვლევის ჩატარება სპეციალურ კარვებში შეუძლიათ. ასევე ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე-კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარული სახლის მიმდებარედ მიმდინარეობს. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. კარვების მოწყობა წითელმა ჯვარმა უზრუნველყო.
აღნიშნულ კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშია შესაძლებელი. მოქალაქეებს ნიმუშის აღება 10:00 დან 17:00 საათამდე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები