წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ორ პირს დაუდასტურდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ, კოვიდინფიცირებულები თბილისში ქორწილში იმყოფებოდნენ და მათი დაინფიცირება ე.წ. ქორწილის კლასტერ უკავშირდება.
რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, ამ ეტაპზე კლინიკაში 20 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საოკუპაციო ხაზზე მხებარე რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფორმაციით, დღეს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი წალენჯიხიდან დაემატათ.

ჯანაშიას თქმით,  პაციენტებს პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები უტარდებათ.
ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები