ბათუმის საზღვაო პოლიციის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შსს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ერთ-ერთი ინფიცირებული სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი. თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი.
სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს. ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები