ზაზა ლომინაძე: ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდა

,,სანამ ქვეყანაში საკუთარი სახლებიდან დევნილი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გვეყოლება, არცერთ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოხელეს არ გვექნება დამშვიდების და მოდუნების უფლება,”- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრებელი ბინა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში აშენდა თანამედროვე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთათვის. ეს პროცესი კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდება, როცა ჩვენი გუნდი ახალი ვადით მოვა ხელისუფლებაში. კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობასთანაც გულწრფელი და საინტერესო დიალოგი გვქონდა. არც ეს უბანი დარჩენილა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. განახლდა გზის საფარი, ასევე, მოწესრიგდა სანიაღვრეები,”- განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები