თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლებში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. გზის ორ მონაკვეთზე, ჯამში 1054 მეტრის სიგრძეზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო სანიაღვრე არხი. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 394 ლარით დაფინანსდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,გზამშენი 2005,, შეასრულა.