ლაგოდეხში მდელოს ფარვანას გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები მიმდინარეობს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გავრცელებული მდელოს ფარვანას (მავნებელი ჭია) გავრცელების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, მავნებელი ჭია ორი კვირის წინ დაფიქსირდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ის ბაღჩეულ კულტურას აზიანებდა. შესაბამისი ზომების გატარების შედეგად მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლების, სავარგულებისა და სოფლის მიმდებარე ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება განხორციელდა.
მდელოს ფარვანას (მავნებელი ჭია) გავრცელების საწინააღმდეგოდ შეწამლვითი სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარდა.