კორონავირუსის ახალი შემთხვევების გამო ბათუმის სამშობიარო სახლი დაიკეტა

ბათუმში სამშობიარო სახლი დაიკეტა. მიზეზი სამშობიაროში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ინფიცირებულები სამედიცინო პერსონალია და ე.წ ,,დონას“ კლასტერს უკავშირდება.
ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. მიმდინარეობს ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება. სამშობიაროში არ იმყოფებიან პაციენტები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები