ცაგერში ეპიდემიოლოგიური კვლევა დღეს გაგრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში-სპათაგორი,ლეშკედა, ლაჯანა კოვიდინფიცირების 5 დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ადგილზე კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა და სამივე სოფლის მაცხოვრებელთა ტესტირებები გრძელდება. პროცესში ადგილობრივ ეპიდემიოლოგებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან ერთად დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
როგორც ცაგერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა „რეგიონული კვირას“ განუცხადა, კონტაქტების ეპიდკვლევა გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამივე დასახელებულ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობდა.
“სამწუხაროდ, ცაგერის მუნიციპალიტეტში KOVID-19-ის შემთხვევა პირველად გუშინ დაფიქსირდა, გვაქვს 5 დადასტურებული შემთხვევაც, ვირუსის დაფიქსირებისთანავე, მთელი დღის მანძილზე, გვიან ღამემდე კონტაქტების კლევა და მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობდა. შესაბამის დაწესებულებაში ამ ეტაპისთვის, 121 ბიოლოგიური ანალიზია გადაგზავნილი. ამ სოფლებში მაცხოვრებელთა უმეტესობას ჩაუტარდათ კვლევები, დაგვრჩა რამდენიმე და ამ დილიდან მუშაობა განვაახლეთ”,- განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
ბიოლოგიური ანალიზების პასუხებს ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს, საღამოს ელოდებიან.