ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს, ხოლო ექვსი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
“3 პაციენტი დაგვემატა ერთი ოჯახის წევრები. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილი თბილისში. მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს, რადგან ქონდათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. პაციენტებს ამ ეტაპზე შესაბამისი კვლევებჯ უტარდებათ”,-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ინფექციურ კლინიკაში ამ დროისთვის, 14 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.