ამ შეცდომების აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს წერტილს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილობაზე საუბარს, ის ჩვეულებრივი დამნაშავეა, ძებნილი და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გაქცეული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
“მძიმე შეცდომები,” რომელზეც სააკაშვილი ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობს, სინამდვილეში უმძიმესი დანაშაულებია და თუ მას ნამდვილად უნდა რომ საზოგადოებამ დაუჯეროს, პირველ რიგში აღიარებითი ჩვენებით უნდა დაიწყოს – მოუყვეს საზოგადოებას იმ სახელისუფლებო კრიმინალზე, რომლის სათავეშიც თავად იდგა. შემდეგ კი ჩამობრძანდეს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. მისი მხრიდან ამ შეცდომების აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს წერტილს სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილობაზე საუბარს, ის ჩვეულებრივი დამნაშავეა, ძებნილი და დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.
რაც შეეხება საარჩევნო მიმართვას და ყალბ ანონსებს დაბრუნების შესახებ, ეს მორიგი სატყუარაა, რაც მისი და “გაერთიანებული ოპოზიციის” დაქცეულ რეტინგს ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს. ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად დასახელება კი ამ ყველაფრის ფონზე საერთოდ კომიკურად გამოიყურება”, – განაცხადა
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან გაქცეულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. თუმცა მისივე თქმით, დაბუნდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს ოფიციალურად დაასახელა.