თელავში თბილისიდან ჩასულ ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავში, თბილისიდან ჩასულ ექიმს, კორონავირუსი დაუდასტურდა,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებს განუცხადა. ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაინფიცირებული ქალის 19 კონტაქტია მოძიებული და მათი ტესტირების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

“დღეს დილით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თელავის ლაბორატორიაში შემოვიდა საკვლევი ნიმუში, კოვიდზე PCR ტესტირებისათვის. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სტაციონარული პაციენტის ნიმუში, რომელსაც აღენიშნებოდა, როგორც რესპირატორული ნიშნები, ასევე აღნიშნავდა კონტაქტს დადასტურებულ შემთხვევასთან.
აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ მასალაზე ჩატარებულიყო სწრაფი PCR ტესტი,
ე.წ. ,,ჯინ ექსპერტის” მეთოდით, რომლის პასუხიც არის საათნახევარში.
სამი გაკეთებული ტესტიდან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ყველა მათგანი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფება.
ეს არის შემოტანილი ვირუსი და ადგილობრივ შემთხვევად არ განიხილება”, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

დაინფიცირებული თბილისში, რამდენიმე კლინიკაში მუშაობს და დადასტურებული შემთხვევის, ჭედიას კლინიკის ექიმის ავთანდილ კიკნაველიძის კონტაქტია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები