რუსთავში “ავერსის” კლინიკის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავში “ავერსის” კლინიკის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი, დირექტორი დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში დღეს 60 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნილი.

“დღეს “ავერსის” კიდევ ორ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია, ისინი ამავე კლინიკის კლასტერს მიეკუთვნებიან”,- განაცხადა ბეგაშვილმა.

ცნობისთვის, ჯამში, “ავერსის” კლინიკას 17შემთხვევა უკავშირდება. მათგან 15ექიმია 2 ექიმის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, კოვიდინფექცია 45 პირს დაუდასტურდა. ჯამში “კოვიდ 19”-ის 1729 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1321 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა -19 პირი. 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები