“სასტუმრო “პარაგრაფში” კორონავირუსი არ დადასტურდა” – გურიის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ინფორამციას უარყოფს

შეკვეთილში, სასტუმრო “პარაგრაფში” კორონავირუსის არსებობას კატეგორიულად უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი, არჩილ მჟავია.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“პარაგრაფში” კორონავირუსი არ დაუდასტურდა არავის, გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე. საუბარი იყო ბათუმის კლასტერის კონტაქტზე, ჯერ პასუხიც არ არის მისი. სასტუმრო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”,- განაცხადა მჟავიამ.

გურიაში დადასტურებული კორონავირუსის სხვა შემთხვევების პასუხი, დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები