საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 12 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაში 12 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუხის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაიკო ჯანაშიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დღეს შემოყვანილი ოთხი პაციენტიდან ორი მარტვილში დადასტურებულ შემთხვევას უკავშირდება, ერთიც ფოთელი მაშველია, ხოლო მეოთხე ქუთაისის საკარანტინო სივრციდან გადმოყვანილი პაციენტია.

“დილით კლინიკაში გვყავდა 8 დადასტურებული შემთხვევა, დღის განმავლობაში დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. ჯამში ჩვენს ცენტრში 12 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას, აქედან ორი არის არასრულწლოვანი. მათი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, მათ დაგეგმილი კვლევები დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. რაც შეეხება გუშინ შემოყვანილ პაციენტებს მათ პროტოკოლით გათვალიდწინებული მკურნალობა უტარდებათ”, – განაცხადა მაიკო ჯანაშიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები