ფოთში კორონავირუსის მეხანძრე-მაშველს დაუდგინდა

ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია.

„ინფიცირებული 52 წლის მამაკაცია. იგი მეხანძრე – მაშველია, მას კორონავირუსი „პისიარ“ კვლევით დაუდგინდა. ახლა მიმდინარეობს მასთან კონტაქტში მყოფი პირების მოკვლევა“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრში.

შეგახსენებთ, დღეს სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები