ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა – ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გზები რეაბილიტირდება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში:
· ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში – ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
· კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – წმინდა ნინოს ქუჩაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი;
· რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში – რუხისა და ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა;
· ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი;
· კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში – გუგუჩიას ქუჩაზე (საგუგუჩიოს უბანი).
ზუგდიდში წლის ბოლომდე 60-ზე მეტი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. გზა რეაბილიტირდება, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში.
2013-2020 წლებში ზუგდიდში ჯამში 160 კმ გზა რეაბილიტირდა.