ავთანდილ უგრეხელიძე: ცაგერში კონტაქტების მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლაჯანა, სპათაგორი, ლეშკედა –  გამოვლენილი 5 კოვიდინფიცირებული გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებებში, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა.

მერის თქმით, ადგილზე ეპიდემიოლოგების ჯგუფია მობილიზებული და  დაავადებათა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივ ტესტირებას აწარმოებენ.
„მიმდინარეობს კონტაქტების მასობრივი ტესტირება და ასევე სამივე სოფლის მცხოვრებელთა ტესტირებებიც. ველოდებით ანალიზებისა და ტესტირების პასუხებს, რის შემდეგაც განვსაზღვრავთ სამომავლო ნაბიჯებს“, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები