თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 2 ახალი სკოლა აშენდა

ახალ სასწავლო წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ენაგეთისა და საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები განახლებულ გარემო დაიწყებენ სწავლას. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და სრულადაა ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის.

პროექტის ფარგლებში შენობებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია.

ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მათი საერთო ღირებულება 2 102 194 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები