ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ორი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, დედა-შვილი ბათუმიდან გადმოიყვანეს. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.
“გუშინ, ღამით ორი პაციენტი დაგვემატა აჭარიდან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში სულ 17 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვა ბავშვია”, – განაცხადა კლინიკის ნოდარ მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, 6 ინფიცირებულ პაციენტს პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.