აჭარაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ინფიცირებულებს შორის არიან გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტში მყოფი პირები.
პაციენტები ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
ე.წ ,,ხოფის ბაზრობაზე“ მიმდინარეობს შეწამვლითი სამუშაოები, ქალაქში გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა. ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად განთავსებულ კარვებში პისიარ ტესტის ჩაბარება უწყვეტ რეჟიმში მინდინარეობს.
აჭრაში კორონავირუსის მომატებულ შემთხვევებთან დაკავშირებით დაანონსებული სტადიონის გახსნა გადაიდო.
ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 101 პაციენტი მკურნალობს.