მარტვილში კორონავირუსი 2 ბავშვს დაუდასტურდა
მარტვილში კორონავირუსი 2 ბავშვს დაუდასტურდა, – “რეგიონულ კვირას” აღნიშნული ინფორმაცია მარტვილის მერიაში დაუდასტურეს, მათი თქმით, ინფიცირებული პირები არასრულწლოვნები არიან.
მერიის ინფორმაციით, ორი მოზარდი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, მათი დაინფიცირების წყარო ბათუმში მოგზაურობას უკავშირდება.
“ბავშვების მამიდას აღმოაჩნდა კორონავირუსი, სადაც ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ბათუმში. ასევე გაიტესტა ბავშვების დედა და ბაბუა, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ მეზობელ ბავშვებთან ჰქოდათ კონტატქი და ეპიდემიოლოგები გააგრძელებენ მუშაობას დღეს”, – აცხადებენ მარტვილის მერიაში.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ამ წუთებში რუხის კლინიკაში გადასაყვანად ამზადებენ.