ლაგოდეხში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დაჭრილი 43 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ “ კლინიკა არქიმედეს” დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა განაცხადა.
“პაციენტი ახლობლებმა შემოიყვანეს. მათი გადმოცემით, ნაცნობმა პირმა დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. ზოგადი მდგომარეობა შემოსვლისას იყო საშუალო სიმძიმის. ჩატარდა პირველადი ქირურგიული და ოპერაცია უტარდება”.- განაცხადა ნიკოლოხ ყარალაშვილმა.
შეგახსენებთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 27 წლის მამაკაცმა თანასოფლელი 43 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.