ქუთაისის ინფექციირ კლინიკას კიდევ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტები აჭარის კლასტერიდან არიან, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, საშუალო სიმძიმისაა.
“ორი პაციენტი, დედა-შვილი გადმოიყვანეს აჭარიდან, რომლებსაც რამდენიმე საათის წინ, კორონავირუსი დაუდასტურდათ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები”,-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.