ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში 27 წლის მამაკაცმა თანასოფლელი 43 წლის მამაკაცი ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ახლა ოპერაცია უტარდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.