გორში ავტომობილი 3 არასრულწლოვან ქვეითს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქვეითადმოსიარულე სამ არასრულწლოვან გოგონას დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც არასრულწლოვნები ზებრაზე გადადიოდნენ. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, დაშავებულია ორი მათგანი 14 და 16 წლის გოგონები.  ერთ-ერთი დაშავებული “გორმედის” კლინიკაშია გადაყვანილი, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
“ამ წუთებში, უტარებენ ჰოსპიტალში ყველა საჭირო გამოკვლევებს. კონტაქტურია, როგორც ვიცით. ფეხი სტკივა. როგორც ექიმმა გვითხრა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება. ბავშვები ტროტუარზე იყვნენ, ერთი იქეთ ეგდო, მეორე აქეთ”, – განაცხადა დაშავებული 16 წლის მოზარდის ახლობელმა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები