სოფელ ფანშეტთან დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობის საპროექტო სამუშოები დასკვნით ეტაპზეა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფანშეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობის საპროექტო სამუშოები დასკვნით ეტაპზეა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
“პროექტის ძირითადი მიზანია, არსებულ რეკრეაციულ ტერიტორიაზე გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს არსებულ მჟავე წყლის საცურაო აუზს, შემოიღობოს, გამწვანდეს და მოპირკეთდეს არსებული ტერიტორია, შეიქმნას მცირე არქიტექტურული ფორმები; ადმინისტრაციული შენობა, დაცვის პუნქტი, მინერალური წყლის წყაროსნაგებობა, მცირეწლოვანთა საცურაო აუზი, სპორტული მოედნები, საშხაპეები, საპირფარეშო დაგასახდელები, ასევე საჩრდილობელი პავილიონები, საფეხმავლო ბილიკებზე მოეწყოს ღამის განათება; განათება საბავშვო და სპორტულ მოედნებთან და სხვა.
ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები და ამკრძალავი ნიშნები;
პრიორიტეტულია კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
აგრეთვე გათვალისწინებული იქნება ტურიზმისმზარდი განვითარების პროცესი მიმზიდველი დასაინტერესო გარემოს შესაქმენალად, რაცმუნიციპალიტეტის მთლიან სახეს დაეხმარება ახალი, ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა კონცეფციის, იდეოლოგიის შექმნაში.
გათვალისწინებული იქნება რეგიონის მკაცრიკლიმატური პირობები და მინიმუმამდე იქნებადაყვანილი გარემოზე ზემოქმედება“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.