სოფელ ნოჯიხევში შიდა გზის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგდება
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში სანიაღვრე არხების და შიდა გზის მოწყობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ადგილობრივ მოსახლეობას ამის შესახებ ხობის მერიის თანამშრომლებმა განუცხადეს.
სოფელ ნოჯიხევში მოქალაქეების ნაწილმა დღეს შიდა გზისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მოითხოვეს. მათ თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილობრივებს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ერთერთი მათგანი კი სწორედ სანიაღვრე ქსელის მოწესრიგებასა და შიდასაუბნო გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.