“პატრიოტთა ალიანსის“ ნაჩუქარ ხატს აფხაზები უკან აბრუნებენ – საოკუპაციო ხაზზე მრევლია შეკრებილი
ღვთისმშობლის ხატი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძარს ცოტა ხნის წინ აჩუქეს, უკვე გადმობრძანებულია მდინარე ენგურზე მდებარე საოკუპაციო ხაზთან, სადაც ხატის დაბრუნების პროცესის დასასწრებად მრევლი სხვადასხვა ქალქიდან ჩამოვიდა.
“ეს ხატი იქნება დევნილთა შემწე, რომელიც თვითონ მოექცა დევნილობაში. მე გაოგნებული ვარ ხატმებრძოლების და მთელი ამ პროცესის შემხედვარე”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობის შემდეგ მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის ასლან ბჟანიას მრჩეველს, ლაშა საკანიას თანამდებობა დაატოვებინეს. ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა საკანია სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.
თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.