ბათუმში კორონავირუსი პედაგოგს დაუდგინდა

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ერთ-ერთი ინფიცირებული პედაგოგია, რომელსაც სხვა მასწავლებლებთანაც ჰქონდა კონტაქტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ნონა ეფაძის თქმით, პედაგოგის ინფიცირების წყარო უცნობია.
კორონავირუსის კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა, ე.წ ,,ხოფის ბაზრობაზე” მომუშავე პირს უკავშირდება. ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან. ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბაზრობა ხვალიდან დაიკეტება. დაწყებულია გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები