მალხაზ თორია: ინფიცირებული მედიკოსის 40 კონტაქტი უკვე მოძიებულია

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებული 55 წლის მედიკოსის 40 კონტაქტი მოძიებულია.

“კორონავირუსი დაუდგინდა 55 წლის სენაკელ ექიმს, რომელიც კლინიკა არქიმედესთან ერთად მუშაობს ფოთის სასწრაფოში. მიმდინარეობს ეპიდკვლევა, ამ დროისთვის გამოვლენილია 40 კონტაქტი, 4 მათგანი კარანტინშია, ხოლო 36 იმყოფება თვითიზოლაციაში, სულ გამოკვლეულია 75 ადამიანი რომელთა ანალიზის პასუხები დღის ბოლოს იქნება. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და ველოდებით შედეგებს. დღეს ყველა კონტაქტი დაიტეტსება და პასუხები იქნება საღამოს”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

კორონავირუსი მედიკოსს დღეს დაუდგინდა. სავარაუდოდ, იგი პაციენტისგან დაინფიცირდა. მედიკოსი საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკაშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები