ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით გადაიდო
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს განახლდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სპევიალურ ბრიგინგზე განაცხადა.
გამომდინარე იქედან, რომ აჭარაში კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა, სასწავლო პროცესი სკოლებსა და უნივერსიტეტებში ორი კვირით გადაიდება. პირველ ოქტომბრამდე სწავლება მოხდება დისტანციურად”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ბათუმსა და ქობულეთში არასრულწლოვნების მშობლებს პედაგოგებისგან შეტყობინებაც მიუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში კორონავირუსზე 88 პაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათში 20 მოქალაქეა ინფიცირებული.