ახალქალაქში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
ახალქალაქში, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ავარიის შედეგად, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი მგზავრი კი ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ორი არასრულწლოვანია.
„ორი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ერთი დიდი მარშუტკა და მეორე მსუბუქი. ერთ-ერთში ოჯახი იმყოფებოდა. დედა და შვილები გადარჩნენ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა. მანქანა გზიდანაა გადავარდნილი და ამოყირავებული“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ ადგილობრივმა.
კლინიკის მენეჯერის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.