მედიკოსი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის კლინიკაში მოათავსეს
სენაკში ინფიცირებული მედიკოსი რუხის კლინიკაში მოათავსეს. საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის მრავალპროფილური კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მაიკო ჯანაშიას ინფირმაციით, ინფიცირებული მედიკოსი საავადმყოფოში რამდენიმე წუთია, რაც შეიყვანეს.
ჯანაშიას თქმით, მას ჩაუტარდება ყველა საჭირო პროცედურა და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფოთის სასწრაფო დახმარების და სენაკის კლინიკა “არქიმედეს” ექიმია. იგი ფოთში ბოლოს 2 სექტემბერს იყო მორიგე. არსებული ინფორმაციით, იგი სავარაუდოდ ბათუმიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პირისგან დაინფიცირდა.