ირაკლი ქადაგიშვილი ლაგოდეხში ახალგაზრდებს შეხვდა
თელავის – ახმეტის – ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა აქტიური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებთან გამართა შეხვედრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო არჩევნებს და ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობას. ირაკლი ქადაგიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი თაობის როლი უმნიშვნელოვანესია მათივე მუნიციპალიტეტის მომავალი გეგმების განსაზღვრის პროცესში.
შეხვედრა ახალგაზრდებთან ინტერაქტიული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.