ზუგდიდში ახალგაზრდულმა სააგენტომ „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ ფარგლებში შეხვედრა გამართა
ახალგაზრდობის სააგენტო, თავისი სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთი მიმართულების, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული ორგანიზაციების მხარდასაჭერად რეგიონულ ტურნეს აგრძელებს. ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ მიმდინარეობის შესაფასებლად, ზუგდიდს ეწვია. ორგანიზატორების თქმით, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხეშეწყობას და ადგილზე ახალგაზრდებში იმ კომპეტენციების გადაცემას, რომლებიც მათ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აქტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. შეხვედრას პროექტის ხელმძღვანელებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა დაესწრო. საერთო ჯამში პროექტ „რეგიონის ახალგაზრდები-მაღალი კომპეტენციებით“ სამეგრელოში 225 ბენეფიციარს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას.