კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია
კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. ბოლო 1 კვირის განმავლობაში, იზოლაციაში 5 პირი რჩება. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
“კახეთის რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურად მშვიდია. არცერთი Covid 19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ რეგისტრირდება.
კარანტინის 3 ლოკაციაზე იმყოფება 58 მოქალაქე. თვითიზოლაციაში იმყოფება 5 მოქალაქე, 4 მოქალაქე მოიხსნა თვითიზოლაციიდან.
მიმდინარეობს 15 ივნისს მიღებული საქართველოს მთავრობის განკარგულება # 975-ის შესაბამისად განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პრიორიტეტული პირების ტესტირება.”- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
კახეთის რეგიონიდან ჯამში, ლუგარის ცენტრში 16767 ნიმუშია გადაგზავნილი.