იოსებ ხახალეიშვილი ხის გადამამუშავებელი ქარხნის “სიარპი ვუდის” თანამშრომლებს შეხვდა
ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. მერობის კანდიდატი ხის გადამამუშავებელი ქარხნის “სიარპი ვუდის” თანამშრომლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებაზე, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომ განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.
“სიარპი ჯგუფი“ 2009 წელს დაარსებული კომპანიაა და გამოირჩევა ტექნიკური აღჭურვილობით, პროდუქციის მაღალი ხარისხით და მუშაობს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე.