ზუგდიდის ლაბორატორიაში გამოკვლეული 45 ნიმუშიდან კორონავირუსზე 1 დადებითია
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, 6 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 45 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა. გამოკვლეულთა შორის ცხელების ცენტრების 15 პაციენტია, სამედიცინო სფეროს 2 წარმომადგენელი, 27 პირი კარანტინიდან, ერთი კი თვითიზოლაციიდან.
კოვიდინფიცირებული პაციენტი, ფოთის სასწრაფო დახმარების და სენაკის კლინიკა “არქიმედეს” ექიმია. იგი ფოთში ბოლოს 2 სექტემბერს იყო მორიგე. არსებული ინფორმაციით, იგი სავარაუდოდ ბათუმიდან გადმოყვანილი კოვიდინფიცირებული პირისგან დაინფიცირდა.
დანარჩენი 44 პასუხი ვირუსზე უარყოფითია.