აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ინფიცირებული პირები უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახის წევრები არიან. ისინი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში გადიან.
პარალელურ რეჟიმში, ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად განთავსებულ კარვებში, პისიარ ტესტირება მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, კარვებს და კლინიკებს 400-მდე პირმა მიმართა.
აჭარაში ამ დროისთვის კორონავირუსზე 88 პირი მკურნალობს. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.