სენაკში კორონავირუსი ექიმს დაუდასტურდა
სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა, ინფიცირებული პირი მედიკოსია. იგი კლინიკა „არქიმედესა“ და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე.
„2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.