არჩილ გოგსაძე პირველკურსელებს შეხვდა და სტუდენტობა მიულოცა

ბაღდათის მერი არჩილ გოგსაძე ვლადიმირ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმში სტუდენტებს შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და ურჩია, განათლების მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ ბაღდათს და მათი ცოდნა თავიანთ მუნიციპალიტეტში გამოიყენონ.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ვისაუბრეთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი იმისთვის, რომ ახალგაზრდები მიღებული ცოდნით ქალაქს დაუბრუნდნენ და აქ დასაქმდნენ”,- განაცხადა გოგსაძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან სტუდენტი 100-ზე მეტი ახალგაზრდა გახდა, მათგან რამდენიმემ ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩააბარა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები