ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ექვსი კოვიდ დადებითი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი ე.წ.
აჭარის კლასტერიდანაა, ორი კი გარდაბნის.
“ექვსი პაციენტი დაგვემატა, მათგან ოთხი აჭარიდანაა, ორი კი გარდაბნიდან. ყველა მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან, მათგან 3 ბავშვია. ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული”,-განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.
ამ დროისთვის, ინფექვიურ კლინიკაში 15 კოვიდ დადებითი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.