კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთში, ინფიცირებულები დაბა ლაითურის შემთხვევის კონტაქტები არიან. როგორც დაავადებათა კონტროლის სახელმწიფო ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავიამ განაცხადა, ახალი შემთხვევები ლაითურში ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ.
“დაიწყო ადგილობრივი შემთხვევები, დღეს კორონავირუსი ორ ადამიანს დაუდასტურდა, რომელიც ლაითურში დაფიქსირებული შემთხვევის კონტაქტები არიან. ეს არის ქალბატონის ოჯახის წევრი, 15 წლამდე გოგონა და მეზობელი, 60 წელს გადაცილებული ქალბატონი. მათი გადაყვანა ამ დროისთვის, მიმდინარეობს. მიმდინარეობს ტესტირებები, ნაწილი ტესტების პასუხი შუადღისთვის იქნება”,- განაცხადა მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით, გურიაში კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.