ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატზე გოგონებს შორის ხაშურის “ივერიამ” თბილისის “დინამო სოხუმს” სძლია
თბილისში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ფეხბურთში გოგონებს შორის ჩატარდა.ერთმანეთს თბილისის “დინამო სოხუმი” და ხაშურის “ივერია” შეხვდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
“ეს შეხვედრაც წარმატებული აღმოჩნდა ხაშურის “ივერიის” გოგონებისთვის, შეხვედრა მასპინძელი გუნდის დამარცხებით დასრულდა – ანგარიში: 2:3
სამივე გოლის ავტორი ელენე ენჯიბაძე გახლავთ.
ვულოცავთ კიდევ ერთ გამარჯვებას ხაშურის გოგონათა გუნდ ,,ივერიას და მათ მთავარ მწვრთნელს ბატონ თემურ კობერიძეს.
წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე”, – ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის ინფორმაციაში.